დღეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩჟუხაიში მსოფლიოს ყველაზე გრძელი ზღვაზე გადებული ხიდი გახსნა.

ხიდის მშენებლობა 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ჯამში მისმა ღირებულებამ 20 მილიარდ დოლარს მიაღწია. ხიდის სიგრძე 55 კილომეტრია, რაც ამერიკაში მდებარე გოლდენ გეითის ხიდის სიგრძეზე 20-ჯერ მეტია.

Vox-ის ცნობით, ჩჟუხაის ხიდი 11 ქალაქში 70 მილიონ ადამიანს დააკავშირებს. მთავარი დამაკავშირებელი სანაპირო ქალაქებია ჰონგ-კონგი, მაკაო და ჩჟუხაი.

ხიდს წყლის ქვეშ გვირაბიც აქვს, რომელშიც წყალქვეშა გემები იმოძრავებენ. სამანქანო გზა ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს გაიხსნება.

უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით, ხიდის მშენებლობა დაწყებიდან რამდენჯერმე გადაიდო. მშენებლობაზე 18 მუშა დაიღუპა.

ხიდი გამძლეა მიწისძვრებისა და ტაიფუნების მიმართ. მის ასაშენებლად 400 ათასი ტონა ფოლადი გამოიყენეს, რაც 60 ეიფელის კოშკს უდრის.

ფოტო: Getty Images

ფოტო: Anthony Wallace / Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: Getty Images

ფოტო: AP