ქართული ოცნების სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თბილისში, დიღომში 310 მ2 ზომის სახლი (შავი კარკასი) 37 200 დოლარად ააშენა. ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ეთერში დეპუტატი ამავე არხის მიერ მის სახლზე მომზადებულ მასალას.

დეპუტატს მტკიცებულებად ამბობდა, რომ ამ სახლის მშენებლობისთვის საჭირო მასალის ნაწილი 2012 წლამდე იყიდა, სამუშაოების ნაწილიც მანამდე შესრულდა. მისი განმარტებით, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

სესიაშვილის თქმით, ორ წელზე მეტია, რაც სახლს აშენებს და ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ასახულია და ასახავს დეკლარაციაში. დეპუტატმა განმარტა, რომ სახლისთვის საჭირო თანხის ნაწილი გაყიდული ბინიდან მიიღო, ნაწილი ძმამ ასესხა, ნაწილი კი თავად გამოიმუშავა.

"საერთო ჯამში მე არათუ უკანონო შემოსავლები, არამედ იმაზე მეტი შემოსავალი მივიღე, ვიდრე ამ სახლის მშენებლობას სჭირდებოდა. მე არ ვარ ის კაცი, რომ უკანონო შემოსავლებით ცხოვრება მოვიწყო", — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში სესიაშვილმა.