რომკომების დედოფლად შერაცხული ჯულია რობერტსი ამბობს, რომ რომანტიკულ კომედიებში აღარ ითამაშებს.

ლამაზმანის, ნოტინგ ჰილის, გაქცეული პატარძალის, ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილისა და სხვა საკულტო ფილმების ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მაყურებლისთვის მისი ნახვა ამ ჟანრის ფილმებში წარმოუდგენელია.

"მიყვარს რომანტიკული კომედიები, მიყვარს მათი ყურება და მათში მონაწილეობა, მაგრამ ზოგჯერ, ისინი [სცენარისტები] უბრალოდ არ მუშაობენ ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით. მაგალითად, მაყურებელს ვერ დააჯერებ, რომ ზრდასრული და შემდგარი ადამიანები გულუბრყვილოები და მეამიტები არიან, ემოციური თვალსაზრისით კი არასრულწლოვნებს ჰგვანან. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ აქ ასაკია მთავარი, ეს უბრალოდ ცხოვრებისეულ გამოცდილებაა. ახლა ცხოვრებაშიც და დიდი ალბათობით კინოეკრანზეც, უფრო დედის როლს ვითამაშებ, რომლის შვილიც რომანტიკულ კომედიაში ეხვევა", - ამბობს მსახიობი.

ჯულია რობერტსის მონაწილეობით 7 დეკემბერს ეკრანზე პიტერ ჰეჯესის დრამა, Ben Is Back გამოდის.