ჩვენ, მსუნაგებმა ვიცით, რომ ძალიან კარგი ხალხი ვართ და სავარაუდოდ, ამას სხვებიც მარტივად ხვდებიან. ჩვენ ირგვლივ ხომ ყოველთვის მოიძებნება გემრიელი საჭმელი და შესაბამისად, პოზიტიური განწყობის საუკეთესო მიზეზიც.

მართალია, ჩვენზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ნახეთ 15 კონკრეტული სიტუაცია, რომელიც ყველა მსუნაგისთვის ძალიან ნაცნობი იქნება:

1. მსუნაგი ადამიანები ზოგჯერ იმიტომ ვთანხმდებით მეჯვარეობაზე, რომ გემრიელად ვჭამოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს!

ფოტო: giphy

2. სუფრაზე ყველაზე ხშირად სწორედ ჩვენგან მოისმენენ ფრაზას - "გადმომაწოდე რა"

ფოტო: giphy

3. წვეულებაზე ყველაზე ყურადღებიანი სტუმარი ვართ და სხვებსაც აქტიურად ვთავაზობთ სხვადასხვა კერძის ჭამას

ფოტო: giphy

4. ჩვენი სახლი, სხვა მსუნაგებისთვის ნამდვილი სამოთხეა, რადგან შთამბეჭდავი რაოდენობის სასუსნავებს ვინახავთ

ფოტო: giphy

5. დღის განმავლობაში მაცივარს მინიმუმ 30-ჯერ უაზროდ ვაღებთ და ვკეტავთ (აზრიანად კი გაცილებით მეტჯერ)

ფოტო: giphy

6. თუ ვერავინ გვხედავს, საჭმელს პირდაპირ ქვაბიდან ვჭამთ და გულწრფელად ვერ ვიგებთ - რა საჭიროა ზედმეტი ჭურჭლის დასვრა?!

ფოტო: giphy

7. დაბადების დღეზე მეგობარს გვირჩევნია საჭმელი ვაჩუქოთ, მაგალითად ტორტი, ნამცხვარი ან ძვირადღირებული შოკოლადი - "გახსენი, გამასინჯე ერთი რა გიყიდე" ფრაზით.

ფოტო: giphy

8. ყოველთვის ვფიქრობთ, რომ მასპინძელს მეტი საჭმლის მომზადებაც შეეძლო და ძალიან სამართლიანადაც (ფურშეტი-მურშეტი არაა საჩვენო საქმე)

ფოტო: giphy

9. პიკნიკზე როცა ვართ, ნახევარფაბრიკატების ამოცნობა სულაც არ გვიჭირს და ბრაზისგან ერთი სული გვაქვს, რომ მეგობარი წლის მთავარ ტყუილში ვამხილოთ!

ფოტო: giphy

10. ოფისში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან თანამშრომლების საჭმელიც ჩვენი არ არის?!

ფოტო: giphy

11. ოჯახის წევრი, რომელიც მხოლოდ უგემურ ბოსტნეულს მიირთმევს კი მისდა უნებურად მოტივაციას გვაძლევს, რომ დღეს ჯანსაღად ვიკვებოთ და რა თქმა უნდა, ამას მისი ულუფის 50%-ის მითვისებით ვიწყებთ!

ფოტო: giphy

12. მართალია, ჩვენ გარდა ასე არავინ იქცევა, (ეგრეც რომ იყოს, მერე რა?!) მაგრამ ჩვენ არასდროს დავუშლით სხვებს სამარშუტო ტაქსიში ჭამას. წერტილი.

ფოტო: giphy

13. პაემანზე წასვლამდე გვიწევს, რომ კარგად ვჭამოთ. რა ჩვენი ბრალია, თუ ადამიანებს დრო სჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ჭამის დროს ყველაზე საყვარლები ვართ

ფოტო: giphy

14. სასეირნოდ გასვლისას ხელს რომ ერთი-ორი შოკოლადიც უნდა გავაყოლოთ არასდროს გვავიწყდება! აბა, რომელიმე გამვლელს რომ უეცრად სისხლში შაქრის დონე დაუვარდეს, მერე სად წავიდეთ?!

ფოტო: giphy

15. სიყვარულის გამოხატვა ყველაზე უკეთ ჩვენ გამოგვდის და ადამიანებს ხან ტირამისუს და ხანაც, მარწყვის მურაბას ვადარებთ

ფოტო: giphy