საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკი 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება. ამის შესახებ პრემიერმა მწვანე პოლიტიკის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტროტრანსპორტს, შიდა წვის ძრავიან მანქანებთან შედარებით. განბაჟება, ფაქტობრივად, გახდა ნულოვანი. ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისვე თქმით, ამოქმედდება სპეციალური სალიზინგო სქემაც.

"მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.