ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვახტანგ გაბუნიამ საკუთარი კანდიდატურები კახა კუკავას სასარგებლოს მოხსნეს. ამის შესახებ თავისუფალი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა.

რამდენიმე დღით ადრე თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა აგრეთვე ხალხის პარტიის ლიდერმა, ალექსი კობაიძემ.