კანზასში გიგანტური გასაბერი ნაწლავი მოიპარეს - გაიგეთ, რისთვის იყენებდნენ მას ონკოლოგები
კანზასის უნივერსიტეტის კიბოს კვლევითმა ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვიღაცამ პარასკევს "კიბოს კოალიციის" კუთვნილი გიგანტური გასაბერი ნაწლავი პიკაპიდან მოიპარა. მართალია გასაბერი ნაწლავის ფასი $4000-ს უდრის, მაგრამ საინტერესოა რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ასეთი ნივთის მოპარვა? ლოგიკურად, თუკი მის გაყიდვას მოინდომებს ან გაბერავს და საჯაროდ ინებივრებს მასზე, ხომ მარტივად იპოვნიან დამნაშავეს?
გარდა ამისა, გიგანტურ ნაწლავს ძალიან დიდი საინფორმაციო და სააგიტაციო დანიშნულება აქვს, თუკი ის სწორი ადამიანების ხელშია. მას სპეციალისტები ნაწლავური დაავადებების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად იყენებენ. როგორც კანზასის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, გიგანტური გასაბერი ნაწლავის დახმარებით ასწავლიან, როგორ ჩნდება პოლიპები ნაწლავებში და როგორ გარდაიქმნება ის კიბოდ.
ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში წელს ნაწლავური კიბოს 98 000-მდე, ხოლო რექტალური კიბოს 44 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება. ყოველ ოცდამეორე კაცსა და ოცდამეოთხე ქალს კოლორიქტული კიბო აღმოაჩნდება, 50 630 ადამიანი კი ამ დაავადებისგან გარდაიცვლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კვლევის თანახმად, კოლორიქტული (მსხვილი ნაწლავის) კიბოს მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა.
მსხვილი ნაწლავის კიბოსთან დაკავშირებით კარგი ამბავი ის არის, რომ მისი დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, განკურნების ალბათობა ძალიან მაღალია. ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოების რჩევაა, რომ 45 წელს მიღწეულმა ადამიანებმა რეგულარული გამოკვლევები ჩაიტარონ, რაც რისკების შესამცირებლად არის საჭირო. ასეთი გამოკვლევების ჩატარება 75 წლამდე ხშირად უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ვინმეს მსგავსი დიაგნოზი ჰქონდა, სასურველია, რომ გამოკვლევების ჩატარება უფრო ადრეული ასაკიდანაც დაიწყოს.
სწორედ ამ და სხვა საჭირო ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა კანზასის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის დეპარტამენტი გასაბერ გიგანტურ ნაწლავს. გაურკვეველია, რა მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს ქურდმა ნაწლავი, რომელიც 70 კგ-ს იწონის და სიგრძეში სამ მეტრს უდრის. ერთი კი ფაქტია, რომ თავისი საქციელით ხელს უშლის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები