5 უცნაური შემთხვევა, როცა პოლიციამ ცხოველები და ფრინველები დააპატიმრა
20 ოქტომბერს გამართულ "მარიხუანის ლეგალიზების ფესტივალზე" პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის სხვადასხვა ცხოველების ფორმაში გადაცმული ახალგაზრდები. ინტერნეტი ამ ამბავმა ძალიან გაახალისა, იუმორის ძირითადი ხაზი კი ისეთ რეპლიკებზე გადიოდა, როგორიცაა "პოლიციამ დათვი დააკავა", "პოლიციამ განყოფილებაში ბაყაყი გადაიყვანა" და სხვ.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურა არ არის ერთადერთი, ვისაც ცხოველების დაკავება ეხალისება. ისტორიას რამდენიმე მძიმე "დამნაშავე" ცხოველიც ახსოვს, რომლებიც პოლიციამ მძიმე ბრალდებებით "დააპატიმრა".
1. ინდოეთში პოლიციამ მტრედი დააკავა, რომელსაც ბრალი შპიონაჟში ედებოდა
რამდენად აბსურდულადაც უნდა ჟღერდეს, ეს ამბავი ნამდვილად მოხდა. 2015 წელს ინდოეთის პოლიციამ მტრედი დააკავა, რომელსაც ბრალი შპიონაჟში ედებოდა. ფრინველს მუცელზე ურდულ ენაზე შეტყობინება ჰქონდა მიწერილი, რომელიც მოგვიანებით პაკისტანური მობილურის ნომერი აღმოჩნდა. მტრედი პაკისტანისა და ინდოეთის საზღვირს მახლობლად მდებარე სოფელში დაფრინდა, რომელიც ქაშმირის რეგიონთან ახლოს მდებარეობს. ქაშმირის რეგიონი ინდოეთისა და პაკისტანის ომის მიზეზი არაერთხელ გამხდარა და დღესაც მიმდიონარეობს ამ თემაზე საუბარი.
მტრედი პირველად 14 წლის ბიჭმა აღმოაჩინა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცავებმა მტრედი ვეტერინართან გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, რომელმაც საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინა მას. ამის შემდეგ, პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მტრედი მაინც არ იყო მაინც და მაინც სანდო და გალიაში დაამწყვდიეს, მოხსენებაში კი აღნიშნეს, რომ ფრინველი "აგენტობაშია ეჭვმიტანილი".
ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გახმაურდა და მიმების კლასიკა გახდა, პაკისტანელი ახალგაზრდები კი უამრავ ხუმრობას იგონებდნენ. მათ სპეციალური ჰეშთეგიც კი შექმნეს: #PigeonVsIndia და #IfIWereAPigeon. ხუმრობები იმდენად ვირუსული აღმოჩნდა, რომ კამპანიის სახეც მიიღო. ინტერნეტ მომხმარებლები მტრედის გათავისუფლებას ითხოვდნენ!
2. ინდოეთში თუთიყუშიც დააკავეს, რომელიც თავისი პატრონის დედინაცვალს მუდმივად აგინებდა
როგორც ჩანს, 2015 წელს ინდოეთის პოლიცია ფრინველებს არ სწყალობდა. ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, მაჰარაშტრაში, პოლიციამ "უზრდელი" თუთიყუში დააკავა, რომელიც თავისი მეპატრონის დედინაცვალს, ჯანაბაის, მუდმივად აგინებდა. მეზობლების თქმით, თუთიყუშმა გინება მისი მეპატრონისგან ისწავლა, რომელიც ჯანაბაის შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა. აღმოჩნდა, რომ დედინაცვალსა და გერს შორის კონფლიქტი საკუთრებაზე დავამ წარმოშვა, რის გამოც მათი ურთიერთობა დაიძაბა. თუთიყუშმა კი, როგორც ნამდვილ ერთგულ შინაურ ფრინველს შეეფერება, მის პატრონს მხარი დაუჭირა.
შედეგად, თუთიყუშმა, გერმა და დედინაცვალმა განყოფილებაში ამოყვეს თავი. მომჩივარი დედინაცვალი იყო, რომლის მოთხოვნითაც თუთიყუში დაიკითხა. პოლიციაში განმარტეს, რომ დაკითხვის დროს თუთიყუშს არც ერთხელ არ შეუგინებია დედინაცვალისთვის, თუმცა მისი ოჯახში დატოვება მაინც არ მიიჩნეს მიზანშეწონილად. ეტყობა, თუთიყუშმა, პატრონისგან დუმილის უფლების გამოყენებაც მშვენივრად აითვისა.
საბოლოოდ, პოლიციის გადაწყვეტილებით ფრინველი მაჰარაშტრას სატყეო დეპარტამენტს გადაეცა, სადაც დაკვირვებისა და ყურადღების ქვეშ იმყოფება.
3. გერმანიაში პოლიციამ ციყვი ახალგაზრდა ქალზე "სტალკერობისთვის" დააკავა
დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ახალგაზრდა ქალმა ქუჩაში შენიშნა, რომ მას პატარა ციყვი აგრესიულად ესხმოდა თავს. მიხვდა რა, რომ მისგან თავის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა, ქალმა პოლიციას დაურეკა და დახმარება სთხოვა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ციყვი ოფიციალურად დააკავა და ის ვეტერინარს მიუყვანა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ციყვს დარღვეული ჰქონდა კვების რეჟიმი, რაც მის აგრესიას იწვევდა. როდესაც ვეტერინარმა გამოკვება, პოლიციის გადაწყვეტილებით ციყვი სამკურნალოდ "გამოსასწორებელ ცენტრში" გადაიყვანეს. როგორც ჩანს, ჰუმანურმა პოლიტიკამ ციყვი სისხლის სამართლის ბრალდებებს გადაარჩინა.
4. აშშ-ში შავ ლაბრადორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, თუმცა დღემდე სასაუბრო თემად რჩება. 1924 წელს პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა, ჯიფორდ პინჩოტმა შავ ლაბრადორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ძაღლმა გუბერნატორის ცოლის კატა დაგლიჯა და მოკლა. შავ ლაბრადორს ციხეში გადაყვანამდე პატიმრის სპეციალური ნომერიც მიანიჭეს და გისოსებს მიღმა დატოვეს.
ამ ამბავმა ძაღლს ძალიან ცუდი რეპუტაცია შეუქმნა, თუმცა მოგვიანებით გუბერნატორის ცოლმა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინამდვილეში ლაბრადორს არ მოუკლავს მისი კატა. მისი თქმით, ეს იყო საჩუქარი პატიმრებისთვის, რათა მათში ძაღლს დადებითი ემოციები გამოეწვია. გაირკვა, რომ უდანაშაულო შავი ლაბრადორი პატიმრებს ძალიან შეყვარებიათ და მასთან დიდ დროს ატარებდნენ.
5. 2008 წელს მექსიკაში კბენის გამო ვირი დააპატიმრეს
2008 წელს, მექსიკის ერთ-ერთ რეგიონში, ჩიაპასში პოლიციამ ვირი დააპატიმრა. ცხოველს ბრალი ადამიანისთვის კბენაში ედებოდა, რის გამოც ვირმა თავი საპყრობილეში ამოყო. დაკავების შემდეგ, პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: "ჩვენთან, ნებისმიერი ვინც კანონს დაარღვევს, ციხეში მოხვდება, სულერთია ცხოველია თუ ადამიანი".
პოლიციის განცხადებით, ვირი იქამდე იქნებოდა ციხეში, სანამ მისი პატრონი დაზარალებულს მკირნალობის ხარჯებსა და სამსახურში განაცდურის გამო დაკარგულ ფულს სრულად არ აუნაზღაურებდა. ვირმა საპყრობილე სამ დღეში დატოვა, როცა მისმა პატრონა ყველა ვალდებულება შეასრულა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები