შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში სავარაუდოდ, ჯანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 5 არასრულწლოვანია.

უწყების ცნობით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, პერიმეტრი შემოისაზღვრა შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოებს Info Rustavi ავრცელებს:

ფოტო: Info Rustavi

ფოტო: Info Rustavi

ფოტო: Info Rustavi