შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია განყოფილებაში გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს.

როგორც უწყებამ On.ge-ს განუმარტა ფესტივალის ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიება მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მუხლით არის დაწყებული.

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დედაენის ბაღში ფესტივალის ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

საპრეზიდენტო კანდიდატის ზურა ჯაფარიძის თქმით, პოლიცია ბაღში შესაბამისი აპარატურის შეტანის უფლებას არ აძლევს.