2018 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27 პროცენტით გაიზარდა. ჯამში დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტით მეტია. ვიზიტორების 52 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 48 პროცენტი უცხოელია.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

  • გერმანიიდან;
  • პოლონეთიდან;
  • ისრაელიდან;
  • უკრაინიდან;
  • რუსეთიდან.

ცხრა თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:

  • პრომეთეს მღვიმე;
  • მარტვილის კანიონი;
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი;
  • ოკაცეს კანიონი;
  • თბილისის ეროვნული პარკი.

რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს, დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი, რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით 23 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.