რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანი თავმდაბალია, თუმცა როცა რეალობის აღქმა არ შეუძლია, ეს სულ სხვა საქმეა.

მაგალითად, ქეით ბლანშეტი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულად ლამაზი არ არის.

დიახ, აი ეს ქალი ამბობს, რომ ლამაზი არ არის...

რომის კინოფესტივალზე მიცემულ ინტერვიუში ბლანშეტმა გაბედა და საკუთარ თავს "არც ისე ლამაზი" უწოდა.

"ვფიქრობ, ეს გაურკვეველი ტერმინია. ჩემში განსაკუთრებული არაფერია. ლამაზი ნამდვილად არ ვარ, მით უმეტეს, განსაკუთრებულად ლამაზი. ერთადერთი, რაც სხვის თვალში ასეთად მაქცევს, ის პერსონაჟებია, რომლებსაც ვთამაშობ", - ამბობს მსახიობი.

რა რეაქცია შეიძლება, რომ ამ ამბავზე გვქონდეს?