ჩვენმა მკითხველმა უკვე ნახა სახალისო ვიდეო, რომელშიც 70 ქვეყნის წარმომადგენელი მშობლიურ ენაზე ენის გასატეხ ფრაზებს ამბობდა.

დღეს კი წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც 70 ადამიანი საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღერის - მათ შორის, ქართველიც.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ თუ ვიდეოს თითოეულ მონაწილეს მოუსმენთ, მნიშვნელოვან დეტალებს შეიტყობთ:

0:38 - სამხრეთ აფრიკის ჰიმნში აღმოაჩენთ, რომ სიტყვებში ჩვენზე ხშირად იყენებენ თანხმოვნებს.

1:45 - ხორვატიული ჰიმნი გამორჩეულია, რადგან მის შესრულებას ყველაზე უნიჭო ადამიანიც შეძლებს.

2:05 - ინდოეთის ჰიმნზე შეგიძლიათ ენერგიულად იცეკვოთ.

3:54 - სამხრეთ კორეის ჰიმნზე ნებისმიერი ბავშვი დაიძინებდა.

4:46 - ესპანეთის ჰიმნს კი თურმე სიტყვები არ აქვს.