2016 წლის 14 იანვარს, სამყარომ შოკისმომგვრელი ამბავი გაიგო - ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ალენ რიკმანი გარდაიცვალა.

მიუხედავად უამრავ ფილმსა თუ თეატრის სცენაზე შესრულებული განუმეორებელი როლისა, ამდენი წლის შემდეგაც კი რიკმანს ჰარი პოტერში განსახიერებული სევერუს სნეიპის როლით მოიხსენიებენ.

გაინტერესებთ, როგორი იყო ლეგენდარული მსახიობი პოტერიადას სერიის გადაღების დროს? ამ კითხვაზე პასუხს თავად ფილმის შემოქმედებითი გუნდი სცემს.

ევან ლინჩი - ლუნა ლავგუდი

"ალანი მეთოდური მსახიობი იყო, რეპეტიციების დროსაც კი ვერ გამოდიოდა როლიდან. ამიტომ გადასაღებ მოედანზე, თითქმის ყველას გვეშინოდა. არასდროს იღიმოდა და მას ყველა დიდი პატივისცემით ესაუბრებოდა. გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, მათ შორის იყო პუნქტი, სადაც ეწერა, რომ მოედანზე მოსულ სტუმრებთან დიდი დრო არ უნდა გაგვეტარებინა. თუმცა არასდროს დამავიწყდება, როგორ არღვევდა ამ წესს ალანი და როგორ იყო გარშემორტყმული უამრავი ბავშვით, რომლებთან ერთადაც კარგად ხალისობდა", - იხსენებს ლინჩი.

ოლივერ პელპსი - ჯორჯ უისლი

"როდესაც აიპოდი პირველად გამოვიდა, ერთ-ერთ დაჯილდოების ცერემონიაზე საჩუქრად გადმოგვცეს ისინი. ერთ დღესაც, როდესაც მე და ალანი საგრიმიოროში ვიყავით, მთხოვა, მასწავლე, როგორ ჩავრთოო. რა თქმა უნდა, ვასწავლე. ძალიან სახალისო სანახავი იყო, როგორ შეეძლო გარდასახვა - ერთ წამს სნეიპი იყო, უცებ კი ალან რიკმანი ხდებოდა", - ყვება ოლივერი.

კრის კოლომბუსი - რეჟისორი

"როდესაც ალანს პირველად შევხვდი, ცოტა შემეშინდა. თუ ხასიათზე ვერ იყო, მაშინ განსაკუთრებით ვერიდებოდი, თუმცა მეორე წამს, როდესაც როლზე ვიწყებდით საუბარს, იღიმოდა და ეს ყველაზე თბილი რამ იყო, რაც შეიძლება მენახა უსაზღვროდ დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. საოცრება იყო მასთან ერთად მუშაობა", - იხსენებს კრის კოლომბუსი.