ჯორჯ კლუნს წლებია, რაც ყავის მწარმოებელ კომპანია ნესპრესოსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და, შესაბამისად, მათ რეკლამებშიც ხშირად ჩნდება.

ამჯერად კი მას პარტნიორობას სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი, ნატალი დორმერი უწევს.

რეკლამაში კლუნი რაინდის როლს ასრულებს, ნატალი დორმერი კი მისთვის კარგად ნაცნობ ამპლუას ირგებს და დედოფლის ტახტს იკავებს.