IBM-მა დაადასტურა, რომ კვანტურ კომპიუტერებს კლასიკურისგან განსხვავებული საკითხების გადაწყვეტა რეალურად შეუძლიათ
IBM-ის, ვატერლოოს უნივერსიტეტის და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მკვლევარების ჯგუფმა, დღეს იმ ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც პრაქტიკულად მტკიცდება, რომ კვანტურ კომპიუტერებს ისეთი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლიათ, რომლებიც კლასიკურებისთვის პრინციპულად შეუძლებელია. ეს მომენტი ნამდვილად შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს კომპიუტერული მეცნიერებების ისტორიაში.
კომპიუტერულ მეცნიერებაში სპეციალური ტერმინიც არსებობს — კვანტური უპირატესობა, რომელიც სწორედ იმას გულისხმობს, რომ კვანტურ კომპიუტერებს ისეთი ალგორითმების "გაშვება" და გამოთვლების ჩატარება შეეძლებათ, როგორიც ჩვეულებრივი, თანამედროვე კომპიუტერებისთვის დღეს (და ძალიან შორეულ მომავალშიც) შეუძლებელია. ამ დრომდე მსგავსი რამ პრაქტიკულად ნაჩვენები არსად ყოფილა.
დღეიდან კვანტური უპირატესობა დავის საგანი აღარ არის.
ერთ-ერთი ავტორი, TUM-ის რობერტ კონიგი, Phys.org-თან ინტერვიუში ამბობს: "ჩვენმა ექსპერიმენტმა პრაქტიკულად დაადასტურა ინფორმაციის კვანტური დამუშავების უპირატესობები და თეორიულ ვარაუდებს წერტილი დაუსვა".
სამუშაო ჯგუფი სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ექსპერიმენტულად დაემტკიცებინათ კვანტური უპირატესობა. მათ შექმნეს ე.წ. კვანტური წრედი, რომელსაც რთული ალგებრული გამოთვლების ჩატარება შეუძლია. ამას კი ის უდევს საფუძვლად, რომ კვანტური სამყაროში რაიმე შეიძლება ერთდროულად ორ ადგილას არსებობდეს. არ ანერვიულდეთ, დიდი არაფერი.
ის კონკრეტული ფორმულა, რომელიც ამ ექსპერიმენტში გამოთვალეს, მეცნიერების მტკიცებით, შეუძლებელია, რომ კლასიკური პროცესორების გამოყენებით დამუშავდეს. მეტი დეტალებისთვის, თუ გაინტერესებთ კონკრეტულად როგორ მოხდა კვანტური უპირატესობის დემონსტრირება, სრულ ნაშრომსაც შეგიძლიათ გადახედოთ.
მაინც რას ნიშნავს ეს მიღწევა? იდეაში, ხელშესახები ჯერ მაინც არაფერი გაქვს. ეს ალგებრული გამოთვლა, რომელიც მკვლევარებმა გააკეთეს, არ არის რაიმე მისტიური, რომლის გადაწყვეტაც ჩვენს ცხოვრებას ახლავე შეცვლის. ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანი, იმის მტკიცება იყო რომ კვანტური უპირატესობა რეალურია.
ამბავიც ეგაა. იმის ჩვენებით, რომ ის ადამიანები ცდებოდნენ, რომლებიც კვანტურ უპირატესობას ფანტაზიებს უწოდებდნენ, ჩვენ ბევრად უფრო მასშტაბურად, შეგვიძლია კვანტური კომპიუტერების პოტენციალის გააზრება.
ჩვენ ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც კვანტური კომპიუტერები სამყაროს რეალურად შეცვლიან და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცხადი იქნება, თუმცა კვანტური უპირატესობის დადასტურება იმის გარანტიაა, რომ კვლევა სწორი მიმართულებით მიდის.
ქედი მოვიხაროთ იმ ჯგუფის წინაშე, ვინც ეს შეძლო. მეტი ინფორმაცია IBM-ის ბლოგზე შეგიძლიათ ნახოთ.
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები