ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.

1. ტირანოზავრი იმაზე პუტკუნაა, ვიდრე გვეგონა - მეცნიერებმა დინოზავრის ზუსტი მოდელი შექმნეს

რეკონსტრუქციაზე მუშაობამ 320 საათი წაიღო. როგორც აღმოჩნდა, ტირანოზავრს, სხვა დინოზავრებისგან განსხვავებით, ბუმბული არ ჰქონია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uw7

2. ნეანდერტალელი ბავშვის ძვლებით დგინდება, რომ ის გიგანტურმა ფრინველმა შეჭამა

ფოტო: Ivor Karavanic

ნამარხი არქეოლოგებმა პოლონეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის იყო, როდესაც მას თავს ფრინველი დაესხა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uyd

3. ხელის საშრობები საშიშ ბაქტერიებს ავრცელებენ, გვაფრთხილებენ მეცნიერები

ფოტო: tanetahi / Flickr

მეცნიერებმა ევროპის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებით დაადგინეს, რომ ქაღალდის ხელსახოცებთან შედარებით, ჰაერის საშრობები ოთახში ბაქტერიების უსაზღვროდ დიდ რაოდენობას ავრცელებს.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uzs

4. ძაღლებს ჩვენი ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა იმაზე უკეთ ესმით, ვიდრე გვეგონა

ფოტო: Alamy

მეცნიერებმა ძაღლებზე დასაკვირვებლად მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ მათ ტვინს ინდივიდუალური სიტყვების განსხვავება ფიზიოლოგიურ დონეზე შეუძლია.

წყარო: ScienceAlert

5. ჰოკინგის ბოლო გაფრთხილება, "სუპერადამიანების რასა" და კაცობრიობის შესაძლო დასასრული

ფოტო: Washington Post

ჰოკინგის თქმით, უახლოეს მომავალში ადამიანი ევოლუციის საკუთარი სურვილისამებრ წარმართვას შეძლებს, რის შედეგადაც საზოგადოება მდიდარ, პრივილეგირებულ "სუპერადამიანებად" და ღარიბ "მოკვდავებად" დაიყოფა, ეს უკანასკნელნი კი ნელ-ნელა გადაშენდებიან.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uvz

6. მეცნიერება პირველად დაადასტურეს, რომ დედამიწის ბირთვი მყარია

ფოტო: iStock

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებული სადგურების მეშვეობით, მეცნიერებმა პირველად შეძლეს, რომ დედამიწის ქერქში არსებული სუსტი სეისმური ტალღები დაეფიქსირებინათ.

წყარო: ScienceAlert

7. დედამიწაზე არსებული უდიდესი ცოცხალი ორგანიზმი დაღუპვის პირასაა

ფოტო: J Zapell

პანდო იუტაში არსებული ხეების კოლონია, რომელიც ადამიანის აქტივობების გამო საფრთხის წინაშეა. მასში 40 000 ხე შედის და ყველა მათგანი ერთმანეთის კლონია, რომელთა საერთო ფესვთა სისტემაც დაახლოებით 80 000 წელს ითვლის.

წყარო: Gizmodo

8. ყავას შესაძლოა თქვენი კანის ჯანმრთელობაზე კარგი გავლენა ჰქონდეს

ფოტო: Unsplash

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ქალებს, რომლებიც დღეში მინიმუმ ოთხ ჭიქა ყავას სვამენ, როზაცეას, ანუ ვარდისფერი ფერისმჭამელას განვითარების შანსი 23 პროცენტით აქვთ შემცირებული.

წყარო: Ladders

9. კვლევა: კავშირი თითების სიგრძესა და სექსუალურ ორიენტაციას შორის

ფოტო: Getty

მეცნიერებმა 18 იდენტური მდედრი ტყუპის თითები გაზომეს, რომელთაგანაც ერთი ტყუპი ჰომოსექსუალი იყო, მეორე კი ჰეტეროსექსუალი და აღმოაჩინეს, რომ თითის სიგრძესა და სექსუალურ ორიენტაციას შორის კორელაცია არსებობს.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/v1z

10. მსოფლიოში მწერების რაოდენობა სწრაფად იკლებს

ფოტო: Alamy

მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში უხერხემლოთა რაოდენობამ 45 პროცენტით დაიკლო. მწერების გადაშენება კი საფრთხის წინაშე მწერების მჭამელ ორგანიზმებსაც აყენებს.

წყარო: ScienceAlert