სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის გამოსვლამდე ნახევარ წელზე ოდნავ მეტი დრო დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ შოუს შემქმნელები ყველა დეტალს განსაკუთრებულად ასაიდუმლოებენ, მსახიობები ხშირად თავს ვერ იკავებენ და პატარ-პატარა დეტალებს მაინც გვიმხელენ.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ეს პიტერ დინკლიჯმა ტირიონის ფინალური სცენის შესახებ პატარა მინიშნება მოგვცა, დღეს კი ასეთივე განცხადება მეისი უილიამსმა გააკეთა და არია სტარკის ბედზე გვესაუბრა.

"ჩემი გმირის ისტორია იდეალური სცენით დასრულდა. მარტო ვიყავი. მართალია, არია ყოველთვის მარტოა, მაგრამ ამჯერად მე ვგრძნობდი თავს მარტოდ. თუ სხვა მსახიობების ბოლო სცენები გრძელი სიტყვებით და ცრემლებით იყო სავსე, ჩემი სიტყვა არ იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სერიალი ჩემთვის", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მეისი უილიამსმა.

როგორც ხედავთ, ამ ერთ პატარა კომენტარში, მეისიმ ინფორმაცია არა მხოლოდ არიას, არამედ სხვა პერსონაჟების შესახებაც გაამჟღავნა და თქვა, რომ მათი ფინალური სცენები სავსე იყო გრძელი სიტყვებით და ცრემლებით.

სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონი 2019 წელს გამოდის.