ნეტფლიქსის კრიმინალური სერიალი ნარკოსი მეოთხე სეზონით 16 ნოემბერს ბრუნდება.

არხმა ახლახან შოუს პირველი ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა:

მეოთხე სეზონში მოქმედება კოლუმბიის ნაცვლად მექსიკაში მიმდინარეობს. მთავარ როლებს კი ამჯერად დიეგო ლუნა და მაიკლ პენია ასრულებენ.

ახალი სეზონი არსობრივად და შინაარსით არ კვეთს წინა სამ სეზონს, სადაც სიუჟეტი ნარკობარონ პაბლო ესკობარის გარშემო ვითარდებოდა.