ტორონტოს პოლიცია კანადელებს: შეწყვიტეთ მეზობლების დაბეზღება მარიხუანაზე
კანადაში მარიხუანის ლეგალიზაციის პირველივე დღეს გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ონლაინ-მაღაზიები გადაიტვირთა, რეალური მაღაზიების წინ კი უზარმაზარი რიგები დადგა, თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს ჯერაც ვერ გაუცნობიერებია, რომ მარიხუანის მოწევა და გაზრდა დანაშაული აღარაა.
ტორონტოს პოლიცია ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას აწარმოებს, რომლის მთავარი კონცეფციაც იმ მიზეზების წარმოჩენაა, რომელთა გამოც 911-ში არ უნდა დარეკო. ტვიტებში ნათქვამია, რომ აუცილებელი აღარაა, პოლიციაში დარეკო, თუ ხედავ "მოზრდილ ადამიანს, რომელიც ჯოინთს ეწევა", თუ აღმოაჩენ, რომ "მეზობელი მარიხუანას ზრდის" ან თუ "ქვედა სართულიდან მოსაწევის სუნი ამოდის".
"კანაბისი 2018 წლის 17 ოქტომბრიდან არალეგალური აღარაა", - განმარტავს პოლიცია.
"ის, რომ დაიკარგეთ და მიმართულება არ იცით, 911-ში დასარეკად საკმარისი მიზეზი არაა. ისევე, როგორც მოზრდილი ადამიანის დანახვა, რომელიც ჯოინთს ეწევა. კანაფის მოხმარება დაშვებულია ყველგან, სადაც სიგარეტს ეწევიან, მანქანების გამოკლებით. ნუ დარეკავთ ამის გამო პოლიციაში"
"911-ში იმის გასარკვევად დარეკვა, თუ რა უნდა უქნათ გაყინულ ხორცს შუქის წასვლისას, არ შეიძლება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ შემთხვევაზეც, როცა მეზობლის ბინიდან მოსაწევის სუნი შემოდის. მოხმარება დაშვებულია 19 წელს ზემოთ ყველა ადამიანისთვის. ნუ დარეკავთ ამ მიზეზით პოლიციაში".
მარიხუანა კანადაში წლების განმავლობაში იყო აკრძალული, რამაც მთელი თაობების ცნობიერება ჩამოაყალიბა. ახლა კი ოფიციალურ პირებს არა მხოლოდ კანონის, არამედ მსოფლმხედველობის შეცვლაც უწევთ.
ოთხშაბათს კანადაში 100-ზე მეტი ლეგალური მაღაზია გაიხსნა, სადაც მარიხუანა თავისუფლად იყიდება. მარაგს 120 ლიცენზირებული "ფერმერი" ავსებს. ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე კიდევ ასობით მაღაზიის გახსნას უნდა ველოდოთ.
კანადა პირველი ქვეყანაა "დიდი შვიდეულიდან", რომელმაც მარიხუანის ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით კანონის შემსუბუქება 2015 წელს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს წინასაარჩევნო დაპირება იყო.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები