პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში გავრცელებული განცხადება ქსენოფობიური არ ყოფილა. საქმე ეხება ზურაბიშვილის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან შეხვედრას, სადაც მან განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თურქებს მოქალაქეობა დაურიგა, მათ კი — არა.

ბესელიას განცხადებით, მმართველის გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

"არც ძალადობრივი არ არის, არც ქსენოფობიური არ არის და არც შუღლის გაღვივებისკენ მიმართული განცხადება არ მომისმენია მე სალომე ზურაბიშვილისგან", — ამბობს დეპუტატი.