საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეოთხე გამარჯვება UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველოში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სოციალური ქსელში გავრცელებული პოსტების მიხედვით გულშემატკივრები უკვე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ემზადებიან.

გამარჯვება განსაკუთრებულად აღნიშნეს ფეხბურთელებმაც. ეროვნული ნაკრების წევრები მატჩის დასასრულს ქართველი ქომაგების ტრიბუნასთან მივიდნენ და მათთან ერთად იმღერეს. ვიდეო სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

მსგავსი ემოციები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს ნაკრები ვადის ამოწურვამდე ორი მატჩით ადრე Playoff-ის ეტაპზე გადავიდა და ჯგუფში პირველობას ინარჩუნებს. ნაკრების ანგარიშზეა 9 გატანილი გოლი 0 გაშვებულის წინააღმდეგ.