ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ნეტფლიქსის საკულტო სერიალი, ბანქოს სახლი, 2 ნოემბერს ბრუნდება, თანაც ფინალური სეზონით.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ყველაზე მნიშნელოვანი რაც ვიცით არის ის, რომ შოუში აღარ იქნება კევინ სპეისი და მთელი აქცენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტ კლერ ანდერვუდზე გაკეთდება.

ახალხან ნეტფლიქსმა სერიალის ახალი ტიზერი გაავრცელა, სადაც კევინ სპეისის პერსონაჟის ძველი კადრებიც არის შესული და ფრენკ ანდერვუდს მაყურებელი უკანასკნელად ხედავს.