მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ირანის სათავეში ყოფნის რვა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით ჯოჯოხეთური მდგომარეობა შექმნა, ჟურნალისტებსა და დისიდენტებს "ჭკუა ასწავლა", ჰომოსექსუალობას "საძაგელი საქციელი" უწოდა, ჰოლოკოსტი უარყო და პლანეტის დიდი ნაწილი გააცოფა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თავისუფლად თავსდება 2Pac-ის ფანობასთან.

61 წლის აჰმადინეჯადი ტვიტერს აქტიურად იყენებს და ხშირად პოსტავს ლებრონ ჯეიმსზე, მაიკ ჯორდანზე, სიონიზმის საფრთხეებზე და ასე შემდეგ.

აფროამერიკელთა უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის, შავი პანტერის 52-ე წლისთავზე კი პოლიტიკოსმა 2Pac-ის სიტყვები მოიხმო:

"დროა, ბრძოლით ვუპასუხოთ, ასე თქვა ჰიუიმ, მაგრამ ორი გასროლა სიბნელეში და ჰიუი მკვდარია", - წერია ტვიტში. ფრაზა 2Pac-ის სიმღერის, Changes-ის ტექსტიდანაა ამოღებული.