საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ირაკლი ხახუბიამ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შეწირა. შესაბამისი ინფორმაცია აუდიტის სამსახურის მიერ არის გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ზურაბიშვილს 40 ათასი ლარი გადაურიცხა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

სალომე ზურაბიშვილის შემწირველებს შორის მმართველი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელია. ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატმა, იოსებ მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი გადაურიცხა. ამავე ოდენობის თანხა გადარიცხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები არიან დეველოპერული კომპანია არქის მფლობელები და პარტნიორები, რომლებმაც მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საპრეზიდენტო კანდიდატს 300 ათასზე მეტი ლარი გადაურიცხეს.