კინოსტუდია Universal ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლებს ტეილორ სვიფტი, ჯეიმს კორდენი, იან მაკკელენი და ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებენ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამსახიობო გუნდს იდრის ელბა შეუერთდა.

ფილმის რეჟისორი ტომ ჰუპერი იქნება და ის ბროდვეის ლეგენდარული მიუზიკლის, კატების ეკრანიზაცია იქნება.

მიუზიკლი ბროდვეის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული დადგმაა. შოუ უწყვეტად გადიოდა 1997 წლიდან 2006 წლის ჩათვლით.

ფილმის გადაღებები 2018 წლის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში დაიწყება.