30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 100 წლის ნორა 74 წლის პარტნიორზე, მალკოლმზე დაქორწინდა. საზეიმო ცერემონია უელსში, სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროში გაიმართა.

პატარძალი ორჯერ დაქორწინებული და დაქვრივებული იყო, როდესაც თავის მომავალ ქმარს შეხვდა. თავის მხრივ, მალკოლმ იატსიც განქორწინებული იყო. როგორც ისინი იხსენებენ, ერთმანეთს 80-იან წლებში, "ცეკვებზე" შეხვდნენ და ამის შემდეგ, ერთად არიან.

"თავი 20 წლის გოგო მგონია", - თქვა მისის იატსიმ. ნორას გამოჩენისას, ABBA-ს ჰიტი Dancing Queen ჩაირთო და პატარძალი საკურთხევლამდე ეტლით მიაცილეს.

"პატარძლად ყოფნა სასიამოვნოა. ეს ნამდვილი საოცრებაა! მე უფრო დიდხანს ლოდინიც შემეძლო. ის ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს და მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ის განსაკუთრებულია, ძალიან განსაკუთრებული", - ამბობს ნორა.

საზეიმო ცერემონიას სულ 30-მდე ოჯახის წევრი და მეგობარი ესწრებოდა.

ფოტო: იატსების ოჯახი

ფოტო: იატსების ოჯახი

ფოტო: იატსების ოჯახი

ფოტო: იატსების ოჯახი