ტიმოთი შალამე და ნიკოლ კიდმანი - რას გეუბნებათ ეს ორი სახელი? თუ არაფერს, მაშინ გეტყვით, რომ არასწორ ადგილას მოხვდით. მაგრამ, თუ ამ გვარების გაგონებაზე თქვენც სიამოვნების ჟრუანტელმა დაგიარათ - მარტო არ ხართ!

რამდენიმე დღის წინ, ეს ორი სრულიად გენიალური ადამიანი ერთ სივრცეში აღმოჩნდა. ვიღაც ჭკვიანმა კი მოახერხა და ფოტო გადაიღო!

თანაც როგორი ფოტო?!

ამ ფოტოს გამოჩენამ კი მსახიობების ფანებს (და არამხოლოდ მათ) ფანტაზია გაუღვიძა და სპეციალურად მათთვის სცენარის რამდენიმე იდეაც გაჩნდა.

საბოლოოდ მივიღეთ - დედა-შვილი, შეყვარებულები, მეგობრები, მტრები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი ვერსია, სადაც მთვარი როლები აუცილებლად ამ ორმა მსახიობმა უნდა შეასრულოს.

მერე რა, თუ ფილმი არ ივარგებს?! მთავარია, რომ ორი საათის განმავლობაში ნიკოლსა და ტიმოთის ყურებით დავტკბებოდით.

რა თქმა უნდა, არავინ იცის ოდესმე ვიხილავთ თუ არა ჰოლივუდის ლეგენდასა და ახალ კინოვარსკვლავს ერთ ფილმში (ან სერიალში) თუმცა, ყველაფერი წინ არის. თანაც, სცენარის იდეები უხვად მოიპოვება.