UEFA-ს ერთა ლიგის ჩემპიონატზე საქართველის ნაკრებმა ლატვია უკვე მეორედ, ამჯერად საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 0:3 დაამარცხა. ჩემპიონატზე საქართველომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 12 ქულით D ლიგის ჯგუფში პირველობას ინარჩუნებს.

ლატვიის კარში პირველი გოლი ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ გაიტანა. მეორე გოლის ავტორი ვაკო გვილია იყო. მესამე გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძეს ეკუთვნის.

ერთა ლიგაში ჩაკვეტაძისთვის ეს მეორე გოლი იყო. პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის პირველ მატჩზე გაიტანა, რითაც UEFA-ს ისტორიაშიც შევიდა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები ანდორასთან გამართავს, რის შემდეგაც ყაზახეთის ნაკრებს თბილისში შეხვდება. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დაასრულებს საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან და ანდორასთან მატჩს ის ჯგუფში პირველობას შეინარჩუნებს და Playoff-ის ეტაპზე გადავა.