NBC-მ სერიალ გრიმის სპინოფი დააანონსა, რომლის მთავარი პერსონაჟიც ამჯერად ქალი იქნება. შოუს პრემიერა არხზე 2011 წელს შედგა და ექვსი სეზონის განმავლობაში გადიოდა.

სერიალი ახალგაზრდა დეტექტივის, ნიკ ბერკჰარდტი შესახებ მოგვითხრობდა, რომელიც გრიმების საგვარეულოს შთამომავალი იყო და ადამიანთა სამყაროში მცხოვრებ ბოროტ სულებზე ნადირობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეასრულებს სერიალში მთავარ როლს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ცნობილი ფილმის ან სერიალის სპინოფში მთავარ გმირს სქესს უცვლიან.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ BBC-ზე შედგა Doctor Who-ს ახალი სეზონის პრემიერა, სადაც მთავარ პერსონაჟი ასევე ქალია.

მოგვიანებით კი ეს გადაწყვეტილება კინოკომპანია Lionsgate-ისთვის შთაგონების წყარო გახდა და ოსკარ უაილდის რომანის დორიან გრეის პორტრეტის ახალი ვერსიის გადაღება გადაწყვიტა, სადაც დორიან გრეის როლს ქალს შეასრულებს.

გარდა ამისა, სულ მალე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ბუზთა ბატონის ახალ კინოვერსიაც, სადაც მთავარ როლებს ასევე ქალები შეასრულებენ.