საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა ძლიერდება
საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას მიაჩნია, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნებია. განცხადება ორგანიზაციის სამდივნომ გაავრცელა, რომლის ქართული თარგმანიც საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია შეშფოთებულია იმით, რომ ხელისუფლების წამყვანი პირები სამოქალაქო სექტორს თავს სიტყვიერად ესხმიან.
განცხადებაში წერია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს ორგანიზაციის ქართულმა წარმომადგენლობამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება თამბაქოს ბიზნესის საქმეზე. კერძოდ, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები საქართველოში თამბაქოს ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი სქემის არსებობაზე მიუთითებდა, რომლის საშუალებითაც მმართველ გუნდსა და მოსამართლეებს სარგებელი უნდა მიეღოთ. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უსაფუძვლო ბრალდებებით გამოეხმაურა:
"მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა და წამყვანმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, დაეწყო გამოძიება აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა."
განცხადებაში წერია, რომ მთავრობამ კორუფციის იმ შესაძლო შემთხვევების სრულფასოვანი გამოძიება უნდა უზრუნველყოს, რომლებზეც გავრცელებული აუდიოჩანაწერები მიუთითებენ.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აპოლიტიკური მოძრაობაა და საქართველოს მთავრობამ "უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი უნდა შეიკავოს". არასამთავრობოს აზრით, ამ პროცესმა არჩევნებზე დაკვირვებისას სამოქალაქო სექტორის სამუშაო პროცესი შეიძლება შეაფერხოს.
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
კომენტარები