სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. პაშინიანის გადადგომის მიზეზი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

პაშინიანი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჯერ კიდევ თვეების წინ, აპრილის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ საუბრობდა. მისი თქმით, არჩევნებმა ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

"გადადგომის მიზანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა, ანუ აღებული პასუხისმგებლობისგან გაქცევა არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ მშვიდობიანი, ხავერდოვანი, სახალხო რევოლუცია", — განაცხადა პაშიანიანმა გადადგომის დროს.

პაშინიანის გეგმის მიხედვით, პარლამენტმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ორივე ჯერზე პრემიერი ვერ უნდა აირჩიოს, რის გამოც, კონსტიტუციის მიხედვით, სომხეთის ეროვნული კრება დაშლილად გამოცხადდება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. პაშინიანმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კონკურენტი პარტიები პრემიერობის კანდიდატებს არ წარადგენენ, რაც მისი გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ამ ეტაპზე ეროვნულ კრებაში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს, რომლის ლიდერი იყო ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი. სარგსიანი აპრილში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად გადადგა.