კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ლუდის დეფიციტი და მისი ფასის ზრდა გამოიწვიოს
გლობალური ტემპერატურის მატება გავლენას არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენს საკვებსა და სასმელ წყალზეც ახდენს.
გუშინ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ძლიერმა გვალვებმა და სითბურმა ტალღებმა შესაძლოა მსოფლიოში ქერის ყოველწლიური მოსავალი რადიკალურად შეამციროს. ამის შედეგად მივიღებთ ლუდის დეფიციტს, მისი მოხმარების შემცირებასა და სასმელზე ფასების ზრდას.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ივარაუდეს, რა გავლენას მოახდენდა კლიმატური კატასტროფები ქერის მოსავალზე, შემდეგ კი გამოთვალეს, თუ როგორ აისახებოდა ქერის დეფიციტი ლუდის ფასზე და მის წარმოებაზე.
მეცნიერების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებამ მსოფლიოში ლუდის მოხმარება შეიძლება 16 პროცენტით შეამციროს, რაც მის ფასს გააორმაგებს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით კი, ლუდის მოხმარება 4 პროცენტით დაიკლებს, ხოლო მისი ფასი 15 პროცენტით გაიზრდება. სასმელის ფასი, სავარაუდოდ, ისეთ ქვეყნებშიც მოიმატებს, რომლებიც ლუდის განსაკუთრებით დიდი მოხმარებით გამოირჩევა, მაგალითად ბელგია, ჩეხეთი და გერმანია.
ლუდის მიღებას მსოფლიოში მოყვანილი ქერის მხოლოდ 17 პროცენტი ხმარდება, რომელიც მაღალი ხარისხისაა, დანარჩენი დაბალი ხარისხის ქერი კი ცხოველების საკვებად გამოიყენება.
არსებული კვლევები მიუთითებს, რომ კვების რაციონის გაუარესების გამო 2050 წლამდე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება.
მართალია, ლუდის დეფიციტი ამ ეტაპზე კაცობრიობის ერთ-ერთი ბოლო პრობლემაა, მაგრამ კლიმატის ცვლილების ამ ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში განვითარებად ქვეყნებს საკვებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
ექსპერტების თქმით, კლიმატური ცვლილებების შედეგად ყველაზე მეტად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა დაზარალდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები