სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგოს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება
სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის გოგოს მხარდასაჭერად ქალთა მოძრაობა საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია საღამოს რვის ნახევარზე მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება.
17 წლის მოზარდი 12 ოქტომბერს გაიტაცეს და პოლიციის განცხადებით, მას და გამტაცებელს ამ დრომდე ვერ პოულობენ. როგორც ცნობილია, გოგო სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა.
"დანაშაულს შეესწრო გატაცებულის უმცროსი და. თვითმხილველებმა, ასევე, ამოიცნეს ავტომანქანის მძღოლი. პოლიციამ იცის ვინ არის გამტაცებელი და, მიუხედავად ამისა, 4 დღეა სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ვერ პოულობენ გატაცებულ გოგონას", — ნათქვამია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, მსგავსი მავნე პრაქტიკა აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ "სახელმწიფოს უმოქმედობით არის წახალისებული".
აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ ლამბალოდან გატაცებული გოგოს ძებნაში ჩაერთოს ყველა სახელმწიფო ორგანო, ასევე, გამოძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადი ზედამხედველობის ქვეშ აიღოს.
გარდა ამისა ქალთა მოძრაობა ითხოვს:
- გამოქვეყნდეს და გავრცელდეს გატაცებულის და გამტაცებლის ფოტოები, რათა საზოგადოება ჩაერთოს გოგოს ძებნაში;
- დაისაჯოს არა მხოლოდ გამტაცებელი, არამედ ყველა, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და ვინც არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ სახელმწიფოს;
- ხელისუფლებამ შეიმუშაოს ადრეული ქორწინებისა და გატაცების წინააღმდეგ ეფექტური სტრატეგია და ბოლო მოუღოს დისკრიმინაციულ დანაშაულს და პრაქტიკას საქართველოში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები