საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. მისი თქმით, სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებს განიხილავს.

მარგველაშვილი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ "სუბელიანის ჩანაწერებზე" განცხადებას არ აკეთებს, თუმცა აფასებს იმას, თუ რა რეაქცია მოჰყვა ამ პროცესებს.

"საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტიან დაცვას", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დადგენილი, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, ის ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს.

გაიგეთ მეტი: მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერი.