თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია სახელწოდებით "ჩინოვნიკი ყარს" იმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიაა". მათი მოთხოვნა გორის მერის გადადგომაა.

აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ნაგვის ურნები მიიტანეს, რომელზეც წააწერეს: "პრორუსული ნაგავი ჩაყარა აქ!".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

აქციის ბოლოს კი ორგანიზატორებმა ერთ-ერთი ნაგვის ყუთი, რომელსაც ეწერა "ჩინოვნიკი ყარს" მთავრობის კანცელარიაში შეიტანეს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს აჩუქეს.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge