საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შესაწირად ფული შვილსა გამოართვა, მეგობრისგან ისესხა. ამის შესახებ მან გორის სათემო რადიო მოზაიკას განუცხადა.

"დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემ გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს. საერთოდ, რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ ხოლმე", — ამბობს დეპუტატი რადიოსთან საუბრისას.