HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის The Leftovers-ის შემქმნელი დეიმონ ლინდელოფი ახალი პროექტისთვის ემზადება.

არხმა სცენარისტსა და პროდიუსერს კიდევ ერთი პროექტი Watchmen დაუკვეთა, რომელიც DC-ის კომიქსზე იქნება დაფუძნებული და ლინდელოფთან ერთად მასზე, თავად ამ კომიქსის შემქმნელები, ალან მური და დეივ გიბონსი იმუშავებენ.

როგორც ცნობილია, HBO-ს ამ კომიქსის მიხედვით სერიალის შექმნა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდა, თუმცა ლინდელოფის მოუცლელობის გამო პროექტი შეაჩერეს. ახლა კი, როდესაც სცენარისტმა The Leftovers-ზე მუშაობა დაასრულა, არხი მზად არის შოუს გადაღებების დასაწყებად.

სერიალში ერთ-ერთ როლს ჯერემი აირონსი ასრულებს. სერიალში უკვე დაამტკიცეს ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან - რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ენდრიუ ჰოავრდი.

View this post on Instagram

Who Watches The Watchmen? #WatchmenHBO

A post shared by Watchmen (@watchmen) on