ამაზონმა შეიძლება პენტაგონის $10 მილიარდიანი ტენდერი მოიგოს - გუგლი უკმაყოფილოა
წლის დასაწყისში პენტაგონმა ახალი პროექტი JEDI დააანონსა, რომლის კონტრაქტის მოსაპოვებლადაც კონკურენციას ერთმანეთს მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიები უწევდნენ.
პროექტი JEDI ათი მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტია, რომლის ფარგლებშიც ერთმა კომერციულმა მომწოდებელმა პენტაგონისთვის ტექნოლოგიური პლატფორმა უნდა შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა შეიარაღების სისტემების კომპიუტერულ მხარდაჭერასა და კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვას.
Oracle-ისა და IBM-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პენტაგონის მიერ შემუშავებული კონტრაქტის პირობები ამაზონის სერვისებზე იყო მორგებული, რაც აღნიშნულ კომპანიას უპირატესობას ანიჭებდა.
Oracle-მა აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურში აღნიშნული კონტრაქტი აგვისტოში გააპროტესტა, კომპანია აღნიშნავდა, რომ კონტრაქტის მხოლოდ ერთ კომპანიასთან გაფორმება არსებულ რეგულაციებსა და კანონს ეწინააღმდეგებოდა. მსგავსი შინაარსის განცხადება აშშ-ს ანგარიშვალდებულებების სამსახურში ტენდერის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე IBM-მაც შეიტანა.
IBM-ისა და Oracle-ის განცხადებებში ნახსენები ერთი კომპანია, რა თქმა უნდა, ამაზონია. კომპანიები არა მარტო ტენდერის უსამართლო პირობებს, არამედ იმასაც აპროტესტებენ, რომ პენტაგონი შეიარაღებული სისტემების კომპიუტერული მართვის ინფრასტრუქტურასა და კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომის "გასაღებს" მხოლოდ ერთი კომპანიის ხელში აგდებს.
გუგლი კონკურენციას ერთი კვირის წინ გამოეთიშა, მიზეზად კი ეთიკური პრობლემები და სერტიფიკატების არქონა დასახელდა.
ბრალდებები, რომ პენტაგონს პროექტის ჩამოყალიბებისას გათვლა ერთ კომპანიაზე ჰქონდა, საფუძველს მოკლებული არ არის.
კომპანიების დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა მორგებული პროექტის მკაცრი ვალდებულებები და მოთხოვნები ამაზონის სერვისებზე, პენტაგონმა პასუხი ვერ გასცა.
თუ ამაზონი აღნიშნულ კონტრაქტს გააფორმებს, პენტაგონის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქლაუდ პროექტი მის განკარგულებაში ათი წლის განმავლობაში იქნება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები