2018 წლის 15 ოქტომბერს, 18:30 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქ.7) Fear Group-ის დამფუძნებელი, ცნობილი ბრიტანელი ბიზნესმენი და ფილანტროპი სტივენ ფეარი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე The Importance of Enterprise for Georgia.

ლექცია განკუთვნილია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისა და დამწყები მეწარმეებისთვის და მისი მთავარი თემა იქნება საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეების მნიშვნელობისა და როლის გააზრება.

საჯარო ლექციის მთავარი გზავნილებია:

  • როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასა და განვითარებაში;
  • სტივენ ფეარი განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება იდეისგან შექმნა წარმატებული ბიზნესი;
  • სტუმარი პრაქტიკულ რჩევებს მისცემს დამსწრე საზოგადოებას, როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული ბიზნესი;

სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი დაახლოებით ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნეს გამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სატელეფონო ყუთის მილიონერს. დღესდღეობით ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და მასთან ერთად დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით.

სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.