რუსთავი 2: სალომე ზურაბიშვილის შემომწირველ ექიმებს ბანკში სესხები აქვთ
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველ ექიმებს ბანკში სესხები აქვთ. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, შაბათის კურიერში პირად წყაროებზე დაყრდნობით გავიდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ ექიმების საბანკო ამონაწერები კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომლის მიხედვითაც არც ერთი მედიკოსის საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ ჰქონდათ.
კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, მანანა მახარაძემ, სალომე ზურაბიშვილს 2 ოქტომბერს 5 ათასი ლარი შესწირა, 2016 წელს კი ქართულ ოცნებას — 20 ათასი ლარი. დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა გაარკვია ისიც, რომ ექიმ მახარაძეს ბანკში ორი კრედიტი აქვს და ხელფასიდან ნაწილს ამ ვალდებულების შესასრულებლად იყენებს.
ლელა ჩხიკვაძე ღუდუშაურის კლინიკის ექიმია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი გადაურიცხა. კურიერის ცნობით, მის საბანკო ამონაწერში რამდენიმე მოქმედი სესხი და საკრედიტო ბარათი ფიქსირდება.
ექიმი ამბობს, რომ მისივე სურვილით, ქალური სოლიდარობის მიზნით გადაურიცხა ზურაბიშვილს თანხა: "მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს კრედიტი, ჩემი დანაზოგიც მაქვს".
სიუჟეტის მიხედვით, ჩაჩავას ექიმი, ნიკოლოზ ქსნელაშვილის საბანკო ვალდებულება 100 ათასს აჭარბებს. ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგმა სალომე ზურაბიშვილს 8 ათასი, ქართულ ოცნებას კი 40 ათასი ლარი გადაურიცხა.
"ის არის განათლებული ქალბატონი, აზროვნებს ექსტრაორდინალურად, სიმპათიური ქალბატონია. ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარს არ ვუჭერ. ბევრი რაღაცები მომწონს, მაგრამ არის რაღაცებიც, მაგალითად მისი მოქართულეობა, რაღაც სიტყვები ეშლება. ეს არ ნიშნავს რომ ის საქართველოს მოღალატედ მივიჩნიო. მე კრედიტი გარკვეული საჭიროებისთვის ავიღე და არა იმისთვის, რომ მე მიჭირს", — ამბობს ნიკოლოზ ქსნელაშვილი.
კურიერთან საუბრისას ერთ-ერთი ექიმის ახლობელი ამბობს, რომ ექიმებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ, თუ ფინანსურ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. სიუჟეტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, სამედიცინო კლინიკების მფლობელის, ელგუჯა გოცირიძის ფინანსები გადაარიცხინეს ექიმებს, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები