რატომ უნდა აღვნიშნოთ No Bra Day, იგივე ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნის დღე?
კალენდარზე მონიშნულ რიცხვებს შორის, დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. 13 ოქტომბერს No Bra Day, იგივე ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნის დღე აღინიშნება.
ოქტომბერი ძუძუს კიბოზე ცნობიერების ამაღლების თვეა, დღევანდელი დღე კი ამ თვის შუაგულშია და ის ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც თქვენ ფიქრობთ.
სოციალურ მედიაში აგორებული კამპანია "ბიუსტჰალტერის გარეშე" 2011 წელს დაიწყო, ის მიზნად ისახავდა ადამიანების წახალისებას, რომ თვითდიაგნოსტიკის ნაცვლად ექიმთან შემოწმებულიყვნენ, ჩაეტარებინათ სკრინინგი და ძუძუს კიბოს სიმპტომები გაეგოთ.
2014 წლის 13 ოქტომბერს No Bra Day უკვე 30-მა ქვეყანამ აღნიშნა.
ამ დღეს ჩართულობის უამრავი გზა არსებობს — სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია საქველმოქმედო კამპანიები. მათ, ვისაც ბიუსტჰალტერის გარეშე გასვლა არ სურს, შეუძლია იასამნისფერი ფერის ტანისამოსი აარჩიოს და ისე ჩაერთოს კამპანიაში.
13 ოქტომბერს კრიტიკოსებიც ჰყავს — ზოგი მიიჩნევს, რომ ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული ცნობიერების ამაღლების ნაცვლად, ძუძუს კიბოს სექსუალიზებას უწყობს ხელს. ზოგი ამბობს, რომ ეს დღე იმ ადამიანების მიმართ უპატივცემულობაა, რომლებიც ბიუსტჰალტერს მასტექტომიის [სარძევე ჯირკვლის ამოკვეთა] შემდეგ ისედაც არ ატარებენ.
გაეცანით 12 სიმპტომს, რომელიც შესაძლოა ძუძუს კიბოსთან იყოს კავშირში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები