ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ოკუპაცია პერფორმანსით გააპროტესტეს. პროტესტის მონაწილეებს თეთრი ფერის მაისურები ეცვათ, რომელზეც საქართველოს რუკა წითელი ფერით იყო გამოსახული.

მაისურები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მისულ 140-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის შესახებ კიდევ ერთხელ აწვდიდა ინფორმაციას.

"ეს არის მშვიდობიანი პროტესტი იმ 200-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. მილიონობით ადამიანი შეეწირა სხვადასხვა დროს საკუთარი სამშობლოს დაცვას", — განუცხადა რადიო თავისუფლებას პერფორმანსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.

ფოტო: ბაია პატარაია