ამ კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ 12 წელი გვაქვს, ამბობს გაერო
მსოფლიოს წამყვანმა კლიმატოლოგებმა განაცხადეს, რომ გლობალური ტემპერატურის მატების შესაჩერებლად მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაგვრჩა. თუ ტემპერატურის საშუალო მატება 1.5 ცელსიუსს გადასცდება, გვალვის, წყალდიდობებისა და გაუსაძლისი სიცხეების მნიშვნელოვნად მომატებული რისკის ქვეშ ასობით მილიონი ადამიანი მოხვდება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/upe
2. მეცნიერებმა გენური ინჟინერიის საშუალებით ერთნაირსქესიანი თაგვებისგან შთამომავლობა მიიღეს
ჩინელმა მეცნიერებმა შთამომავლობის მიღება ორი მამრისა და ორი მდედრისგან სცადეს. ორი მამრისგან მიღებული შთამომავლობა მალევე დაიღუპა, მდედრი თაგვებისგან მიღებული შთამომავლობა კი გადარჩა და გამრავლებაც შეძლო.
წყარო: National Geographic
3. შოტლანდიაში ექიმები პაციენტებს "ბუნებას" უნიშნავენ
წარმატებული საპილოტე ექსპერიმენტის შემდეგ შოტლანდიაში ექიმებმა პაციენტებისთვის ბუნების დანიშვნა დაიწყეს. ბუნებაში ყოფნის დადებითი გავლენა გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მეცნიერთათვის დიდი ხანია ცნობილია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/unw
4. $100 000-ის ღირებულების მეტეორს 30 წლის განმავლობაში ფერმაში კარზე მისაყუდებლად იყენებენ
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიჩიგანის შტატში მცხოვრები მამაკაცი უიშვიათეს მეტეორს, რომლის ფასიც 100 000 ამერიკული დოლარია, 30 წელიწადი ფერმაში კარების მისაყუდებლად იყენებდა. რკინა-ნიკელის იშვიათ ქვას ფერმის წინა მფლობელიც იმავე მიზნით - კარზე მისაყუდებლად იყენებდა.
წყარო: Insider
5. წარუმატებელი გაშვების შემდეგ ასტრონავტები ყაზახეთში ავარიულად დაეშვნენ
რაკეტას, რომელსაც სოიუზის კაფსულაში მყოფი ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე უნდა მიეყვანა, ფრენის დროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც მისია შეწყდა. ასტრონავტები დედამიწაზე ჯანმრთელები დაბრუნდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uqj
6. დროის ნებისმიერ მომენტში თქვენს ორგანიზმში 380 ტრილიონი ვირუსია
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დროის ნებისმიერ მომენტში ჩვენს ორგანიზმში 380 ტრილიონი ვირუსი "ცხოვრობს" და მათი დიდი ნაწილი ფაგია. ეს ისეთი ვირუსებია, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს.
წყარო: Vice
7. ვოიაჯერ 2 მზის სისტემას ტოვებს
ნასას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვოიაჯერ 2-მა მის გარშემო კოსმოსური რადიაციის დონის მატება დააფიქსირა, რაც მიანიშნებს, რომ ხომალდი მზის სისტემას მალე დატოვებს, რის შემდეგაც ვოიაჯერ 2 ადამიანის მიერ შექმნილი მეორე ობიექტი გახდება, რომელმაც მზის სისტემა დატოვა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/ull
8. მეცნიერებმა ქარვაში 99 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ლოკოკინა აღმოაჩინეს
უძველესი ლოკოკინის ჯავშანი და რბილი ქსოვილი იდეალურადაა შემონახული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლოკოკინა ქარვაში მოხვედრისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან მისი რბილი ქსოვილი გაწელილია, რაც შეიძლება ლოკოკინის თავის გადარჩენის მცდელობით აიხსნას.
წყარო: ScienceAlert
9. კვლევა: ღალატისკენ მიდრეკილება შეიძლება გენეტიკური იყოს
მეცნიერებმა მიაკვლიეს გენს, რომელიც ადამიანის თავგადასავლების მიმართ მიდრეკილებას განსაზღვრავს. ადამიანები, რომლებსაც ამ გენის გაძლიერებული ექსპრესია აღენიშნებათ, შესაძლოა, ღალატისკენ უფრო მიდრეკილნი იყვნენ.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/uno
10. ავსტრალიურმა ობსერვატორიამ ერთი წლის განმავლობაში 20 იდუმალი სიგნალი დააფიქსირა
სწრაფი რადიოსიგნალები კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გამოცანაა. ეს ძალიან დიდი ენერგიის მქონე სიგნალებია, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე მილიწამი გრძელდება. ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა შეიძლება იწვევდეს ასეთ სწრაფ რადიოსიგნალებს. მეცნიერები ვერც იმის განსაზღვრას ახერხებენ, თუ სამყაროს ზუსტად რა ნაწილიდან მოდიან ისინი.
წყარო: ScienceAlert
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები