რობოტები თანდათანობით უფრო და უფრო მეტ სფეროს იპყრობენ. კომპანია Boston Dynamics-მა საკუთარ რობოტ Atlas-ს პარკური ასწავლა.

ატლასი კომპანიამ რამდენიმე წლის წინ შექმნა, თავიდან მას მხოლოდ სიარული და სხვადასხვა ნივთების გადაადგილება შეეძლო.

ახლა ის უკვე მრავალმხრივ ნიჭიერი რობოტია, მისთვის სირბილი, სალტოების კეთება და დაბრკოლებების თავიდან არიდება ჩვეულებრივი ოპერაციაა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ახალ ვიდეოში კი ატლასი საკუთარ თავს პარკურში ცდის.

ატლასი ბალანსის შესანარჩუნებლად საკუთარ სხეულს მაქსიმალურად იყენებს, ამის საშუალებით მას დაუბკროლებლად გადაადგილება შეუძლია. მისი ნაბიჯები დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძისაა. რობოტი 75 კილოგრამს იწონის და მას 28 მექანიკური სახსარი გააჩნია, რომელთა მოძრაობაში მოსაყვანადაც ის ჰიდრავლიკას იყენებს.

Boston Dynamics მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს 1992 წელს გამოეყო და დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც ახალი თაობის ჭკვიან და მოქნილ რობოტებს ქმნის.

კომპანიას ამჟამად ცხრა სხვადასხვა ტიპის რობოტი აქვს შექმნილი, ატლასი კი მათგან ერთ-ერთია.