როგორც უკვე იცით გასულ წელს დისნეიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარი ანიმაციური ფილმების ეკრანიზაციებს გადაიღებს.

მათ შორის არის 1992 წელს გამოსული ალადინიც, რომლის რეჟისორიც გაი რიჩია.

კომპანიამ ჯინის როლზე მსახიობი უილ სმიტი დაამტკიცა, თუმცა ძალიან გაუჭირდათ მთავარი, ალადინისა და ჟასმინის როლის შემსრულებლების მოძებნა. როგორც რეჟისორი ამბობდა, მან კასტინგზე ორი ათასზე მეტი მსახიობი მოსინჯა, საბოლოო არჩევანი კი მენა მასუდსა და ნაომი სკოტზე გააკეთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმისთვის სიმღერებს ბენჯ პასეკი და ჯასტინ პოლი დაწერენ, რომლებმაც გასულ წელს ლა ლა ლენდისთვის შექმნილი სიმღერისთვის, City of Stars, ოსკარი მიიღეს და წელს The Greatest Showman-ის საუნდტრეკებისთვის იყვნენ ნომინირებულები.

ფილმი ეკრანზე 2019 წლის 24 მაისს გამოვა.