Samsung A9 პირველი სმარტფონია, რომელსაც ოთხი უკანა კამერა აქვს. ჩანაფიქრი იგივეა, რაც Huawei P20 Pro-სა და LG V40-ის შემთხვევაში, რომელთაც სამ-სამი კამერა აქვთ - მთავარი კამერის გარდა, დანარჩენი კამერები კონკრეტულ ფუნქციას ემსახურებიან.

A9-ს მთავარი კამერა 24-მეგაპიქსელიანია. სხვა კამერები კი 10, 8 და 5-პიქსელიანია და ოპტიკურ ზუმზე, ფართო გადაღებასა და სიღრმის ეფექტებზე არიან პასუხისმგებელნი.

წინა კამერა 24-მეგაპიქსელიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დახმარებით არაჩვეულებრივი ხარისხის სელფების გადაღება შეიძლება.

ფოტო: Samsung

A9-ს ამოლედ ეკრანი, 6/8-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 138-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს. რაც შეეხება ოპერაციულ სისტემას, ის ანდროიდ 8.0-ზე მუშაობს.

A9 ყველაზე მეტად სექტემბერში გამოსულ A7-ს ჰგავს, თუმცა მასზე ბევრად მძლავრია. ახალი სმარტფონი ტექნიკის მაღაზიებში ნოემბერში გამოჩნდება და მომხმარებელი არჩევანს შავ, ლურჯ და ვარდისფერ მოდელს შორის გააკეთებს. ფასი ჯერჯერობით უცნობია.