HBO-ს კრიმინალური შოუს, True Detective-ის მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა.

ახალ სეზონში მოქმედება ოზარკში ვითარდება. შტატის დეტექტივის რdოლში კი Moonlight-ისა და House Of Cards-ის მსახიობი მაჰერშალა ალი გვხვდება. მის გმირს უიენ ჰეისი ჰქვია და როგორც ტიზერიდან ჩანს, ბავშვის გატაცებას იძიებს.

აღსანიშნავია, რომ შოუს გუნდს ორი სცენარისტი დევიდ მილჩი და ჯერემი სალნირი შეუერთდნენ, რომლებიც სერიალის შემქმნელ ნიკ პიზოლატოსთან ერთად ახალ სცენარზე იმუშავეს.

გარდა ამისა, მესამე სეზონში ითამაშებს სტივენ დორფიც.

დორფი სერიალში როლანდ უესტის, არკანზასის შტატის პოლიციის კრიმინალურ განყოფილების თანამშრომლის როლს ითამაშებს.

სამსახიობო ანსამბლს შეუერთდა კარმენ ეჯოგოც, რომელიც არკანზასის სკოლის მასწავლებლის, ამელია რეარდონის როლს მოირგებს.

შოუში ვიხილავთ მერილ სტრიპის შვილს, მემი გამერსაც. მსახიობი სერიალში ახალგაზრდა დედის, ლუსი პარსლის როლს შეასრულებს, რომელიც დიდი ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება.

ნახეთ ახალი ფოტოები სერიალის მესამე სეზონიდან: