ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამყრელიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი მოვალეობის შემსრულებელი დროებით სოსო რამიშვილი იქნება.

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2014-2015 წლებში კი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.