ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონს რამდენიმე ასეული ახალი სიტყვა დაემატა, მათ შორის უმეტესობა კი კინოსთან არის კავშირში.

მაგალითად, ამიერიდან ლექსიკონში ოფიციალურად შეგხვდებათ სიტყვები - ლინჩისეული, ტარანტინოსეული, კუბრიკისეული, ალტმანისეული, სპილბერგისეული და ა.შ. რომელთა განმარტებაშიც წერია, რომ ეს ტერმინი იმ ნამუშევარს აღწერს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი რეჟისორების ხელწერით ხასიათდება.

როგორც ცნობილია, მომდევნო წელს ოქსფორდის ლექსიკონში კინოსთან დაკავშირებული რამდენიმე სიტყვის დამატება კვლავ იგეგმება.